ზაზა თავაძის განცხადებით, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული

„გახარია საქართველოსთვის“ წევრს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა, ზაზა თავაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ლევან გოგიჩაიშვილს, თხემის ზემოთა ნაწილში სიწითლე აღენიშნება.
„გარეგანი დათვალიერებით ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, კერძოდ, თავის არეში. თხემის ზემოთა ნაწილი დაზიანების შედეგად, გაწითლებული აქვს“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ, რომელმაც ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციის განყოფილებაში ნახა.
ინფორმაციისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის მეტროსადგურ „პოლიტექნიკურთან“ თავს დაესხნენ.
პოლიტიკოსი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.
ს მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებულ და რა თქმა უნდა, ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება”,- აღნიშნავენ პარტიის პრესსამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ