მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც არიან ადამიანები, ვინც ეს უზრუნველყო

ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც არიან ადამიანები, ვინც ეს უზრუნველყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მ პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია თავიან თავს ევროპელებად ფუთავს.
„ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან და თავიანთ თავს ფუთავენ, როგორც ვითომ ევროპელები, ფსევდოლიბერალი ფაშისტები. ამ დროს, მოდით შედეგებით ვილაპარაკოთ, ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, რომ თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც აქ არიან ადამიანები ვინც ეს უზრუნველყო, ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და ბოლოს, ჩვენ დღეს ვართ ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსით და ეს გამარჯვებაც ბრძოლით მოვიპოვეთ, მაგრამ რაც მთავარია უარი არ ვთქვით ჩვენს წარსულზე და უარი არ ვთქვით ჩვენს ძალიან ღირსეულ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, ეს არის ყველაზე მთავარი“-აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ