“მათი ბაბლი შემოვარდა და სხვაგან ლანძღავენ იგივე ოთხეულს და მე მიწერენ რატო გამოყავი ეს ოთხეულიო“- ზურა ხაჩიძე

“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენას სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ სპორტსმენებისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.

“სასწაული ხდება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე სადაც ნაკრების ოთხეულს მხარდაჭერას ვუცხადებ და იქვე ვწერ – ნაკრების ყველა წევრს დიდი პატივი ჩემგან!

მათი ბაბლი შემოვარდა და სხვაგან ლანძღავენ იგივე ოთხეულს და მე მიწერენ რატო გამოყავი ეს ოთხეულიო.“ – წერს ზურა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია გუშინ მომღერლის მიერ გავრცელებულ პოსტზე, სადაც ის წერს: “თქვენ ხართ საქართველოს ნაკრების ღირსეული ბიჭები! ნაკრების ბიჭებს დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემგან“.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!