„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი“ – რომელი პარკისთვის გეგმავს მერია 100 მლნ-ს დახარჯვას

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ტოგონიძე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება თბილისის დენდროლოგიური პარკი, რომლის პროექტიც უკვე მზად არის და რომელიც 100 მლნ ლარად არის შეფასებული.
თბილისის ზღვის დენდროლოგიური პარკის, პროექტი უკვე მზად არისა, მაგრამ ამ ეტაპზე სამუშაოების დაყება გადაწყვეტილი არ არის.
ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი, რომლის ღირებულებაც 100 მლნ ლარად არის შეფასებული, თუმცა დაზუსტებით თარიღების თქმა ამ დროისთვის არ შემიძლია“, – განაცხადა პაატა ტოგონიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. პროექტის შექმნაზე ტენდერი კი დედაქალაქის მერიამ 2020 წლის ზაფხულში გამოაცხადა. მაშინ ტენდერში მონაწილეობა 2-მა კომპანიამ მიიღო – შპს არტსტუდიო-პროექტი და შპს კარკასი. საბოლოო ჯამში სატენდერო კომისიამ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტის შექმნა „არტსტუდიო-პროექტს“ მიანდო. ყველა გადასახადის ჩათვლით, მერიას დენდროლოგიური პარკის პროექტირება 932 200 ლარი დაუჯდა.
მაშინვე ცნობილი იყო, რომ პარკის მშენებლობა 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე პროექტი ჯერ ისევ გაჩერებულია.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ