Boeing-ის კორექტირებული ზარალი მესამე კვარტალში მოსალოდნელზე უარესი იყო – მედია

Boeing Co.-მ, 2024 წლის მესამე კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზზე უარესი ზარალი მიიღო, მაგრამ მისმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა. ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა ზარალმა შეადგინა 6,174 მილიარდი დოლარი, ანუ 9,97 დოლარი ერთ აქციაზე (წინა წელს 1,638 მილიარდ დოლარი ან 2,7 აშშ დოლარი თითო აქციაზე). ზარალი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით გაიზარდა 10,44 დოლარამდე 3,26 დოლარიდან ერთ აქციაზე.
შემოსავალი შემცირდა 1%-ით – $17,84-მდე $18,104 მლრდ-ის წინააღმდეგ.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები საშუალოდ ელოდნენ, რომ კომპანია 17,815 მილიარდი დოლარის შემოსავალზე 10,4 აშშ დოლარის კორექტირებულ ზარალს მიიღებდა. Boeing-ის მენეჯმენტმა 14 ოქტომბერს გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მესამე კვარტალში შემოსავალი იქნება დაახლოებით $17,8 მილიარდი, წმინდა ზარალით $9,97 თითო აქციაზე.
გასულ კვარტალში Boeing-ის თავისუფალი ფულადი ნაკადი უარყოფითი იყო – $2 მილიარდი.
კომპანიის შეკვეთების პორტფელი სექტემბრის ბოლოს შეფასდა $511 მილიარდად, ერთი წლის წინ $469 მილიარდთან შედარებით.
სამოქალაქო თვითმფრინავების სეგმენტში შემოსავალი მესამე კვარტალში 5%-ით შემცირდა და 7,443 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო ზარალი გაიზარდა 4,021 მილიარდ დოლარამდე, წინა წლის 678 მილიონი დოლარიდან. Boeing-მა ჩააბარა 116 თვითმფრინავი და მიიღო შეკვეთები 49 თვითმფრინავზე.
შემოსავალი თავდაცვისა და კოსმოსური ტექნოლოგიების განყოფილებიდან ივლის-სექტემბერში 1%-ით გაიზარდა და 5,536 მილიარდი დოლარი შეადგინა, საოპერაციო ზარალმა შეადგინა 2,384 მილიარდი აშშ დოლარი გასული წლის ანალოგიური პერიოდის 924 მილიონი დოლარის წინააღმდეგ. 2024 წლის დასაწყისიდან Boeing-ის კაპიტალიზაცია დაეცა 39%-ით (98,5 მილიარდ დოლარამდე), ხოლო Dow Jones Industrial Average-მა მოიმატა დაახლოებით 14%.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ