“ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონება – როკოკოს სტილში სახლზე ინიციალები უწერია” – ელისაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგი თემურ აბაზოვის ფეშენებელური სახლის წინ გამართა.
საუბარია, აბაზოვის კუთვნილ სასახლეზე, რომელიც ყოფილმა ჩინოვნიკმა შარდის სკანდალის შემდეგ, თბილისის ცენტრში, საბურთალოზე აიშენა. ( საჯარო ბრალდების თანახმად, აბაზოვმა ივანიშვილის გინების გამო, მოქალაქეს სახე შარდით დააბანინა).
“ჩემი ერთ-ერთი ჰობია თბილისში ტურების მოწყობა და გადავწყვიტე, მოვაწყო ტური არამხოლოდ თბილისში და გაჩვენოთ ს მექრთამე ჩინოვნიკების ქონება და სახლები. 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებდა საშუალო მოსახლეზე უფრო მდიდრულად. ასევე გვპირდებოდა უფასო ფულს. ინტერვიუში განმარტება გააკეთა და გვითხრა, რომ უფასო ფული ხალხს დავურიგეო. ნაწილობრივ მართალია, ნაწილობრივი ტყუილია. ჩვენთვის მოპარულ ფულს უფასოდ ურიგებს თავის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. გაჩვენებთ არა ძალიან ბობოლების, არამედ კიდევ უფრო კალიბრის ხალხის ქონებას, რომელიც საკმარისზე მეტად შთამბეჭდავია. ჩვენ ვართ ახლა საბურთალოზე და აქ არის როკოკოს სტილში სახლი, ზედ თავისი ინიციალები უწერია. ჩვენთვის მოპარულ ფულზე დაძღნენ და ამოდენა სახლებს აშენებენ. ივანიშვილი კი არ გვატყუებს, არამედ უკვე დაგვცინის კიდეც, ერთი ფაქტი არ იყო კორუფციისო. რა ხელფასი ჰქონდა ამისთანა მარნეულის ყოფილ მერს, რომ ასეთ სახლს აშენებს. დღის განმავლობაში გაჩვენებთ, ბიძინა ივანიშვილის გახრწნილი მექრთამეების ქონებას და სინამდვილეში გაჩვენებთ, ჩვენ ქონებას როგორ ანიავებენ და ჩვენთვის მოპარულ ფულს როგორ ეძახიან უფასო ფულს”.