ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა. დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება. ტურის განმავლობაში ს გახრწნილი მექრთამე ჩინოვნიკების ქონებას გაგაცნობთ. გაჩვენებთ, სინამდვილეში როგორ ანიავებენ ჩვენს ქონებას და ჩვენთვის მოპარულ ფულს როგორ ეძახიან ისინი უფასო ფულს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების” რამდენიმე მაღალჩინოსნის რეგისტრირებული ქონების რამდენიმე ლოკაციაზე თბილისსა და მის შემოგარენში, მედიასთან ერთად მივიდა.
„კარგად გავიხსენოთ, 12 წლის წინ რას გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი, რომ ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს და ვერ იცხოვრებს საშუალო მოქალაქეზე უფრო მდიდრულადო, უფასო ფულსაც გვპირდებოდა. ახლა კი განმარტება გააკეთა ერთ-ერთ ინტერვიუში და თქვა, რომ უფასო ფული ხალხს დავურიგეო. ნაწილობრივ მართალია, უფასო ფულს, ჩვენთვის მოპარულ ფულს უფასოდ ურიგებს თავის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და მათ ქონებას გაჩვენებთ, ოღონდ არა ძალიან ბობოლების, მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარის და მეტისმეტად გაზულუქებულების, არამედ საშუალო და კიდევ უფრო პატარა კალიბრის ხალხის, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია. მარნეულის ყოფილი მერი, თეიმურაზ აბაზოვი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ ივანიშვილის გინების გამო ერთ-ერთ ქართველ აზერბაიჯანელ მოქალაქეს სახე შარდით დააბანინა. რის შემდგომაც აბაზოვს თანამდებობიდან წასვლა მოუწია, მაგრამ სანამ თანამდებობიდან წავიდოდა, როგორც ჩანს, იმდენი მოქაფა ამ ჯიგარმა, რომ ვეძისში უზარმაზარ სახლს აშენებს. რა ხელფასი ჰქონდა ამისთანა მარნეულის მერს, რომ ამხელა სახლს აშენებს? რა თქმა უნდა მოიპარა ეს ფული. ასე დაძღნენ ესენი ჩვენთვის მოპარული ფულით და ქონში ვეღარ ეტევიან, ასეთ ქაჯობებს აშენებენ შუა ქალაქში. ბიძინა ივანიშვილი მარტო კი არ გვატყუებს ეს 12 წელია, უკვე დაგვცინის კიდეც, როდესაც ამბობს ერთი ფაქტი არ ყოფილა კორუფციისო.
მცხეთაში, მტკვრის ხეობაში არსებულ სამხედრო დასახლებაში, ს 1050 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 100 ათასი ლარია, მ ერთ ლარად გადასცა. ხუნდაძე იყო „ოცნების“ დეპუტატი და დღეს არის „ხალხის ძალაში“, მცხეთის მაჟორიტარია. ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი იყო, რის შემდგომაც პოლიტიკური უნარებიც აღმოაჩნდა და ფულის მოპარვისაც. ხუნდაძე საკმაოდ მდიდარი კაცია, უამრავი ქონება აქვს მცხეთაში ისედაც, მაგრამ, როგორც ჩანს, მტკვრის დუდუნის მოსმენა უყვარს და ზედ მტკვრის პირას 1050 კვ. მეტრი ერთ ლარად უსაჩუქრეს.
მცხეთაში, თეატრონის დასახლებაში, რომელიც მცხეთის გულია, ერთ-ერთი ვილა თავის აუზებითა და ყოველგვარი კომფორტით ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს, რომელმაც შენაძენში 100 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ იყიდა მიწის ნაკვეთი, მანქანები, კვადროციკლები, ამის მიღმა ის არის ფაქტობრივი მფლობელი მილიონიანი ქონების, რომელიც სხვა და სხვა ადამიანების სახელზეა გადაფორმებული. შეგახსენებთ რომ კუპატაძე კრიმინალური პოლიციის უფროსია, იმ უწყების რომელიც, რუსული კანონის გაპროტესტებისას, აქციის მონაწილეებს განსაკუთრებული სისასტიკით და გაშმაგებით არბევდა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ამ ადამიანს დაუფასა, ს სამსახური, სისასტიკე და მონდომება და ხალხის ფულში ხელის ფათურის გზაც გაუხსნა. არადა ბიძინა ივანიშვილი ლამის იფიცებოდა, ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოქალაქეზე უფრო მდიდრულადო. მაშინ გვითხრას, რომელ საშუალო მოქალაქეს შეუძლია, რომ 100 ათასიანი ქონება ერთ ლარად ჩაიგდოს ხელში? რა თქმა უნდა არავის. რეალურად კი ,,ქართული ოცნება” ჩალპა კორუფციასა და ტყუილში. ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდიანად აბუჩად გვიგდებს და როცა ურცხვად გვეუბნება, ყველა დაპირება შევასრულეო. უფასო ფული შეუსრულა მხოლოდ თავის გარემოცვას. ერთ ლარად რომ 1000 კვ. მეტრ მიწას შენს ჩინოვნიკს აჩუქებ, ამას რა ჰქვია, თუ არა კორუფცია და ხალხის აბუჩად აგდება? ეს ამბავი უნდა დავასრულოთ, რადგან თუ დარჩა „ოცნება“ ხელისუფლებაში, კატასტროფა იქნება, წარმოდგენაც კი არ მინდა რა შეიძლება მოხდეს თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება. მაგრამ, ღვთის წყალობით, ჩვენ სამ დღეში კორუფციის ჭაობში ჩამპალ ,,ქართულ ოცნებას” აუცილებლად გავუშვებთ ხელისუფლებიდან და ქვეყნის კურსსაც შევცვლით პროევროპული, კორუფციისგან დაცლილი, დემოკრატიული ძალით”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე