“უნდა დავიცვა ოჯახური ღირებულებები, მშვიდობა და მხარი დავუჭირო “ოცნებას” – ცოტნე ივანიშვილი

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. რესპუბლიკის მოედნიდან ცოტა ხანში ხალხის ნაკადი თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება.
„მე უბრალოდ როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. ვთვლი, რომ უნდა დავიცვა ოჯახური ღირებულებები, მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, – განუცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქრონიკას“.
„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრის ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში