ვიქტორ ორბანი – არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს და ბრიუსელის ვასალად იქცეს

არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს და ბრიუსელის ვასალად იქცეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენთვის 1956 წლის გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ ერთი რამისთვის, უნგრეთისთვის და უნგრეთის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა ევროკავშირი კომუნისტურ რეჟიმს შეადარა, რომელსაც 1956 წელს უნგრელები ებრძოდნენ და აღნიშნა, რომ ბრიუსელისთვის უნგრეთის დამოუკიდებელი პოლიტიკა მიუღებელია.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი კვლავ მარიონეტული სახელმწიფო გახდეს და ბრიუსელის ვასალად იქცეს. მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენ, უნგრელები, ამას ისევ გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით, რომ მათ სურთ ჩვენი შვილები გენდერულ აქტივისტებს ხელში ჩაუგდონ“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება