ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტრანსგენდერ ქალზე ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის ფაქტზე დავით ფერაძე დააკავეს და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას წყვეტს.
პარტიაში ასევე ამბობენ, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, თავისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს ხალხისთვის წევრს. პარტია გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას.
“ქართული ოცნება დიდი ხანია საფრთხეს ხედავს ძლიერი საქართველოს კოალიციაში, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას. ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა. შესაბამისად, გასაგებია რომ სწორედ ძლიერი საქართველოა უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან წნეხის სამიზნე.