ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი, წვიმა და ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით:
10 დეკემბრამდე საქართველოში, დროგამოშვებით, ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი სითბოს ფონზეა მოსალოდნელი, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი, 7 დეკემბრის დილამდე ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ყოველთვის ვიყურებოდით ევროპისკენ, მაგრამ თუ იქ არაფერი დარჩა ქრისტიანობიდან და სამართლიანობიდან, ასეთი პროცესები საზოგადოების თვალში ევროპის სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს

როდესაც გერმანიის ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული და ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ეს არის ორმაგი სტანდარტი, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები