თავისუფლების მოედანზე, სადაც რამდენიმე საათში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, სადაც რამდენიმე საათში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, საიდანაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩევლებს მიმართავენ.
საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მხარდაჭერებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „დღეს სახლში დარჩენის დრო და ფუფუნება არავის აქვს“
„ვაჩვენოთ სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დაგეგმილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად არის აკრძალული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია