“ოცნების” აქციის გამო მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან წაიყვანეს

“ქართული ოცნების” აქციის გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლები თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა. ამის შესახებ ფეისბუქზე “პროექტი ცხოველებისთვის” დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე წერს.
“თქვენმა სამსახურმა “ოცნების აქციის” წინ მოხიკა მიუსაფარი ძაღლები, ჩატენა მანქანაში და წაიყვანა. ხოდა იქნებ აგვიხსნათ რა პროტოკოლია? სად აჩერებთ და როდის აბრუნებთ? როგორ უზრუნველყოფთ რომ თქვენ ბანძ თავშესაფარში ჭირს არ აიკიდებენ? თუ ცხოველებზე და მათ სტრესზე ზრუნავთ 20 ოქტომბერს რატომ არ იზრუნეთ და წაიყვანეთ? ან ცრემლსადენი გაზის დროს სად იყავით?? ჩვენ რომ ვასულიერებდით ძაღლებს?” – დაწერა მარიამ ცერცვაძემ.
ძაღლების გადაყვანა დაადასტურა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ და ეს ფაქტი ცხოველებზე ზრუნვით სცადა აეხსნა:
დღეს, 23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ შეკრებას გამართავს. ღონისძიება თავდაპირველად 16:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა დაანონსებიდან მეორე დღეს დრო შეიცვალა და ის 19:00 საათზე დაიწყება. პარტიას აქციაზე სხვადასხვა რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება