ყველა მონაცემით აშკარაა, რომ „ოცნებამ“ არჩევნები უნდა წააგოს, არასწორად გათვალეს – კახა გოგოლაშვილი

„საქართველო დარჩება პერსპექტივის გარეშე, წინ წაიწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეს არის მინიმუმი, რაც მოელის ქვეყანას, თუკი „ქართული ოცნება“ ს შემდეგ ხელისუფლებაში დარჩება“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
რა შედეგები მოუტანა რუსული კანონის მიღებამ ქვეყანას – „ოცნებას“ მიზანი უბრალოდ ამ კანონის მიღება იყო, თუ ევროკავშირთან და -სთან ურთიერთობების გაფუჭება ამ კანონის მიღებით და ამ ფონზე სხვა მიზნების ხელშეწყობა? ამ და სხვა საკითხებზე კახა გოგოლაშვილი ნეტგაზეთთან საუბრობს.
რუსული კანონის შემობრუნება – რა უძღოდა ამ პროცესს წინ
რუსული კანონის მიღების გარკვეული სიგნალები 2022 წლის დეკემბრიდან გაჩნდა. მაშინ ფეისბუკზე სხვადასხვა ექსპერტი უკვე საუბრობდა იმაზე, რომ ასეთი ტიპის კანონის მიღება არ შეიძლება, რადგან არსებობს უნგრეთის, ს მაგალითები. საერთაშორისო თანამეგობრობასაც მკვეთრი რეაგირება ჰქონდა ასეთი ტიპის კანონის მიღებაზე.
უკვე 2023 წლის თებერვალში, როდესაც მოხდა ამ კანონის ინიციირება, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარგად აუხსნეს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის რამდენიმე კოლეგას, რამდენად სახიფათო იყო ასეთი კანონის მიღება, რომელიც გამოიწვევდა დასავლეთის მხრიდან ძალიან მკვეთრ რეაქციას, თავად საზოგადოებაში იქნებოდა პოლარიზაცია ამის გამო და ბევრი სხვა უარყოფითი რამ ელოდა ქვეყანას ამ კანონის შესაძლო მიღების გამო.
რა თქმა უნდა, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამას, კანონი გაიტანეს. კარგად გვახსოვს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ, ძალიან ბევრი არგუმენტი მიაწოდეს „ქართულ ოცნებას“ და ხალხის ძალას – ისინი იმაზე საუბრობდნენ, რაც მოჰყვებოდა ამას და რაც მოხდა კიდეც, პრინციპში.
მიუხედავად ყველანაირი არგუმენტისა, პრაქტიკულად, ხელის გადაგრეხით და უმრავლესობის გამოყენებით, მმართველმა ძალამ მიიღო პირველი მოსმენით ეს კანონი. მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ფართო პროტესტმა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერმა რეაქციამ აიძულა „ქართული ოცნება“, უკან დაეხია და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე.
მათ დაპირება მისცეს, როგორც დასავლელ პარტნიორებს, ისე საზოგადოებას, რომ ამ კანონს უკან აღარ დაუბრუნდებოდნენ. თუმცა, ძალიან ხშირი იყო „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ამ კანონის შესახებ განცხადებებიც, რომ თითქოს ვიღაცებმა მოატყუეს ხალხი და შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს, ეს კანონი იყო ძალიან კარგი კანონი და მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა ორგანიზაციებისგან ა.შ.
ამიტომ ჩვენ ყველას გაგვიჩნდა ისეთი გრძნობა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებდა ამ კანონის თავიდან შემოტანას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დაუჯერებელ ამბად გვეჩვენებოდა ეს, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იყო მიცემული ძალიან მკაფიო დაპირება.
მიუხედავად ამისა, 2024 წლის გაზაფხულზე უკვე აშკარა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გადაწყვეტილი, რადაც არ უნდა დაუჯდეს და როგორც ჩანს, ჰქონდათ კიდეც სტრატეგია, რომ ეს კანონი უნდა მიეღოთ. კარგად გვახსოვს საზოგადოების თვე-ნახევრიანი პროტესტი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაფრთხილებები, უამრავი ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კანონი არის პრაქტიკულად იგივე კლასისა და ყაიდის კანონი, რომელიც მიღებული იქნა რუსეთში 2012 წელს. იქ ბევრჯერ დაემატა რუსეთის კანონს გარკვეული მომენტები. ასევე მიიღეს უნგრეთში 2015 წელს და ასევე ახლახან – ყირგიზეთში. ყაზახეთში ცოტა სხვა ტიპის კანონია მიღებული. არის გარკვეული დებულებები აზერბაიჯანში, რომელიც დაახლოებით იგივე ეფექტს იძლევა, რასაც ეს კანონი.
მოკლედ, ეს კანონი მიღებულია ავტორიტარულ ქვეყნებში ავტორიტარული მთავრობების მიერ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გაყვეს მათ გზას.
ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია საერთაშორისო თანამეგობრობამ, ვინ არ მიიღო რეზოლუცია – ევროპარლამენტმა, ევროპის საბჭომ, წერილები გამოაგზავნეს, გაეროს უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის წერილიც კი იყო და აშშ-ზე აღარ ვსაუბრობ – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოვიდა სპეციალურად და ა.შ.
„მეგობარი აქტი“ და „ოცნების“ უარი
„მეგობარი აქტი“ ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ-ს საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ისეთი წინადადებებია შემუშავებული, რომლებიც თუ კანონად გადაიქცევა, ერთის მხრივ, საქართველოს ძალიან დიდ პრივილეგიებს ანიჭებს – მათ შორის, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, უფრო მაღალ პოლიტიკურ ურთიერთობებს, დახმარების გაზრდას და ა.შ. თუ საქართველო, ვთქვათ, უარს იტყოდა იმ კანონმდებლობაზე, რომელიც არავის სჭირდება საქართველოში.
მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ის ითვალისწინებს, რომ თუ პირიქით მოხდება – საქართველო გააგრძელებს ანტიდემოკრატიულ ქმედებას და ანტიდემოკრატიულ მოძრაობებს, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, მაშინ პირიქით – აშშ ამ აქტის მეშვეობით, გამოიყენებს სანქციებს და სხვადასხვა სახის სადამსჯელო ღონისძიებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე დააქვეითებს მათთან ურთიერთობების ხარისხს.
ამაზეა საუბარი და აქ თუ „ქართული ოცნება“ აფასებდა თავის ურთიერთობებს აშშ-ს ხელისუფლებასთან და მთლიანად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, თუ აცნობიერებდა, რომ საქართველოსთვის აშშ რამდენად მნიშვნელოვანია და ასევე რა შედეგებს გამოიღებს ამ აქტის განხორციელება, წესით უარი უნდა ეთქვათ იმ პოლიტიკაზე, რომელიც წამოიწყეს.
The American people stand with Georgians as they work to realize their democratic aspirations. The MEGOBARI Act is designed to provide crucial support to the Georgian people at this inflection point in their country’s history. We look forward to its passage in the House.
🇺🇸🤝🇬🇪 — U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) September 8, 2024
მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ კონფრონტაციაზე წავიდეს აშშ-თან, ევროკავშირთან და მაინც გაატაროს ეს პოლიტიკა.
როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო იმის ხარჯზეც კი, რომ გაფუჭდებოდა ურთიერთობები ევროკავშირთან, აშშ-თან და ა.შ.
არსებობდა ვენეციის კომისიის დასკვნაც, რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობდა, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება, მისი გადაკეთებაც არ შეიძლება – უნდა გაუქმდეს და მორჩა, ანუ უნდა დაივიწყონ ეს კანონი საერთოდ.
მიუხედავად ამისა, მათ არაფერი გაითვალისწინეს, რითაც ძალიან დააზიანეს საქართველოს ურთიერთობები ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. მარტო რუსეთის ხელისუფლებამ შეაქო საქართველო ამის გამო.
საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს, ყველაფერს გადააბიჯეს და მაინც მიიღეს.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა დავასკვნათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მიზნად არა უბრალოდ ამ კანონის მიღება, არამედ სწორედ ევროკავშირთან და აშშ -თან ურთიერთობების გაფუჭება და ამ ფონზე სხვა მიზნების ხელშეწყობა.
ამან გამოიწვია ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობების ასე უპრეცედენტოდ დაბალ დონეზე დაყვანა, საერთაშორისო დახმარებების შეჩერება. ასევე შეჩერებული და გაყინულია კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში.
დასავლეთის მიერ დიალოგის ამოწურვა „ქართულ ოცნებასთან“
დასავლეთში მიიჩნიეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უკვე შეუძლებელია დიალოგის გაგრძელება – ეს არა მხოლოდ მახინჯი კანონებისა და ქვეყნის არასწორი გზით წაყვანის გამო მოხდა, არამედ თვითონ პროცესის – ამ ხელისუფლებამ, მთავრობამ, იმდენი ცინიზმი და უპატივცემულობა გამოავლინა პარტნიორების მიმართ, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება [უკანაც რომ გაიწვიონ ეს კანონები] იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც გააჩნდა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს.

ირაკლი ირანში

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება