საქართველოში კრემლთან დაკავშირებულმა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო სანქცირებულმა რუსულმა უმსხვილესმა ონლაინ სავაჭრო კომპანია Wildberries-მა საქონლის გაყიდვა და მიწოდება ფრანჩიზის მქონე ქართული პარტნიორი კომპანიის მეშვეობით დაიწყო.
რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი წერს, რომ კომპანიის მეშვეობით, რომელიც Amazon-ის ანალოგად მოიაზრება, ქართველი მომხმარებლები მიიღებენ წვდომას “საქონლის ფართო ასორტიმენტზე”.
როგორც ცნობილია, კომპანია Wildberries და მისი დირექტორი, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოლონეთის შავ სიაში არიან.
კიევისა და ვარშავის სანქციების სიაშია კომპანიის პრეზიდენტი, ტატიანა ბაკალჩუკიც, რომელიც Bloomberg-ის ცნობით, გადახდის ახალ, რუსულ ონლაინ სისტემაზე მუშაობს – ის რუსულ ბანკებს სვიფტიდან გათიშვით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქებაში დაეხმარება.
კომპანია, რომელიც საქართველოში შემოდის ოკუპანტის ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია.
მანამდე, 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მსხვილმა რუსულმა ონლაინმაღაზია Ozon-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.
2022 წლის აპრილში Ozon-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ შულგინი ევროპული სანქციების სიაში შეიყვანეს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შულგინის წინააღმდეგ საქნცეიბი მოხსნილიყო.