რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური წახალისების შემოღებას დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებზე სპეციალიზებული ტუროპერატორებისთვის.
საუბარია სარეზერვო ფონდში მინიმალური შენატანისა და დაზღვევის ოდენობის შემცირებაზე.
დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.
ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel ირწმუნებიან, რომ „მეგობრული“ ქვეყნების სია უკვე შეთანხმებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.
მასში კი შედიან: ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებული “რესპუბლიკები”.
სავარაუდოდ, კანონი ძალაში 2024 წლის 1-ელ აპრილს შევა.