მსოფლიოს ჩემპიონატზე, შეჯიბრების მეორე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეჯიბრების მეორე დღეს გიორგი ჩხიკვაძემ, ფინალში, სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ).
დღეს, 23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – თბილისში მოწყობილ კუსტარულ საწარმოში ამზადებდნენ ტკბილეულსა და ყავას, რომლის რეალიზაციას Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით ახდენდნენ – დაკავებულია ორი პირი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა – სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ არ შევთანხმებულვართ