„ქეითერინგი – აგროჰაბის ახალი მიმართულება“ – სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა

პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, თითქმის 8 წელია ბაზარზეა, საკუთარი წარმოებებით და გამორჩეული კერძებით, რომლის უცვლელი ხარისხიც მომხმარებელში დიდ ნდობას იწვევს.
ახალი მიმართულება ქეითერინგის იდეაც მომხმარებლის მხრიდან წამოსულმა სურვილმა განაპირობა, „აგროჰაბის“ მზა კერძები, თანამედროვე კულინარიული მიდგომები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილება ახლა უკვე თქვენს მნიშვნელოვან თარიღებს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
„აგროჰაბის“ ქეითერინგის სერვისებშია ნებიმიერი ტიპის ღონისძიება, იქნება ეს საოჯახო შეკრება, კორპორატიული წვეულება თუ სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის საბავშვო მიმართულებით.
უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მომზადებული საავტორო კერძების მენიუ, რომელიც იქმნება ქართული ტრადიციული გემოებისა და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს ინდივიდუალური ან ღონისძიების შინაარსზე მორგებული მენიუ, თუმცა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია: ფურშეტის, დესერტების, საბავშვო, ყავაზე შესვენების, პერსონალური ვახშმის, საიუბილეო, საქორწინო წვეულების, კანაპეების, გრილის, სასმელების მენიუ.
„აგროჰაბის“ ქეითერინგის სერვისი, შეკვეთის მიღებიდან – ღონისძიების დასრულებამდე ორიენტირებულია მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაზე, თითოეული დეტალის გათვალისწინებასა და მომხმარებლების ნდობის გამართლებაზე.
„აგროჰაბის“ ქეითერინგის გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ღონისძიების ფურშეტის გაფორმებას ექსკლუზიური და გამორჩეული ინვენტარით, უმაღლესი ხარისხის სერვირებით, 18/10 სერთიფიკატის მქონე ხელსაწყოებით, გასტრონომიული ავეჯითა და ტექსტილით.
„აგროჰაბის“ ISO2200 სერტიფიცირების საწარმოდან თქვენი ღონისძიებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ტრანსპორტირება ხდება სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის ავტომანქანებით.
თითოეულ ღონისძიებას ემსახურება პროფესიონალი სერვის მენეჯერებითა და შეფ მზარეულებით დაკომპლექტებული გამორჩეული გამოცდილების მქონე გუნდი.
ასე რომ, თუ განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილების მიღება გსურთ თქვენს სახლებში, სამუშაო სივრცეებსა თუ დიდ ღონისძიებებზე, „აგროჰაბის“ ქეითერინგი საუკეთესო შესაძლებლობაა.
(R)