ენტონი ბლინკენსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ ორი სახელმწიფოს ურთიერთობისა და ღაზას სექტორში მიმდინარე კრიზისის შესახებ ისაუბრეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ჯანსაღი, სტაბილური და მდგრადი ურთიერთობები მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.
ბლინკენი და ვანგ იი შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ კომუნიკაციას გააგრძელებენ.
„ყველა მხარის ვალდებულებას წარმოადგენს ის, რომ კონფლიქტის გავრცელება არ მოხდეს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
„უმთავრესი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ.