ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგ კვირას ახალ სანქციებს დააწესებს, განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.
„გამოვაცხადებთ, ახალი და ძლიერი სანქციების დაწესების შესახებ კრემლის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ, მათ შორის მესამე ქვეყნებში მყოფი შუამავლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინდუსტრიისთვის აუცილებელ საქონელს აწვდიან“, – ციტირებს მას „რადიო თავისუფლება“.
ეს, სავარაუდოდ, ბოლო, ან ერთ-ერთი ბოლო სანქციები იქნება, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია დააწესებს.
ამავე დროს, სწორედ შემდეგ კვირასაა ჩანიშნული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შორის.