საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის, თუმცა მისი თქმით, ეს არც ქვეყნის, არც საზოგადოების და არც ამ არჩევნების პრობლემაა. ეს მან ფორმულასთან ინტერვიუში თქვა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი გაუკეთა – “ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა”.
“მასაც მგონი ძალიან ეშინია რუსეთის. კი დაემორჩილა ყველა მიმართულებით, რუსული კანონი და რაღაცები რაც სთხოვეს და როცა სთხოვეს გაუკეთა ყველაფერი, მაგრამ რეალურად იმათმა არაფერი გაუკეთეს. ჩაუკეტეს თემა აფხაზეთის და ოსეთის. ყველა რეჟიმი, რომელიც მთავრდება საქართველოში, რომელსაც აქვს პრობლემა, ცდილობს, რომ ამ თემით გაიცოცხლოს თავი, რაც არასწორია. ეს უნდა გაკეთდეს ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს მაშინ, როცა არის მყარი ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა და ამ პირობებში შეიძლება იფიქრო რამე სტრატეგიაზე და ძირითადი სტრატეგია, ჩვენი გაერთიანების, არის ევროპაში, ევროკავშირში და ამ ასოცირებით მოვახდინოთ სწორედ ჩვენი ხალხის შეერთება. ახალ პერსპექტივაში, ახალ მოცემულობაში. მას ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის არც ქვეყნის პრობლემა, არც საზოგადოების, არც ამ არჩევნების. ჩვენ ჩვენი მომავალი უნდა გადავწყვიტოთ საღად, წყნარად, მშვიდობიანად და მას დავუტოვოთ თავისი შიშები და ოფოფები”, – თქვა პრეზიდენტმა.