მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის

ჩრდილოეთ კორეელების ს მხარეს საბრძოლველად გაგზავნის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეა გაგვიზიარებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობები დაადასტუროს.
“ამ მომენტში არ შემიძლია ინფორმაციის დადასტურება და მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ინფორმაციას სამხრეთ კორეა მოგვაწვდის,” – განაცხადა რუტემ.
მან დააკონკრეტა, რომ სეული ექსპერტებს გაგზავნის, რომლებიც შემდეგის კვირის დასაწყისში ამ თემაზე ბრიფინგებს გამართავენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის. რუტემ აღნიშნა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ნამდვილად ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა