Financial Times – აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა

აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ვითარებასთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების მოსაზრებით, თურქეთის ხელისუფლებამ მიღებული შეზღუდვების შესახებ საჯაროდ “პოლიტიკური მგრძნობელობის” გამო არ გამოაცხადეს.
გამოცემის ცნობით, საექსპორტო შეზღუდვებში მოხვდა დასავლური წარმოების კომპონენტების 50 საქონელი, რომლებსაც , დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და იაპონია საკვანძოდ მიიჩნევენ ს არმიისთვის.
სიაშია ელექტრონიკა, მაგალითად, მიკროჩიპები, დისტანციური მართვის სისტემები, პროცესორები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც გამოიყენება რაკეტებსა და დრონებში.
სახელმწიფო სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ ში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ თურქეთის ამ საქონლის ექსპორტი 12-ჯერ გაიზარდა და 2022 დეკემბრისთვის 38 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წლის დასაწყისიდან სამხედრო დანიშნულების საქონლის რუსეთში ექსპორტმა კლება დაიწყო. 2024 წლის აგვისტოსთვის მისი მოცულობა 4.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ეს ნაწილობრივ მიწოდების ჯაჭვის დაგრძელებით აიხსნება – ახლა მასში ყაზახეთსა და აზერბაიჯანსაც ითვალისწინებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა