ევროკავშირში, სექტემბერში, ავტომობილების გაყიდვები 6,1%-ით დაეცა

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები სექტემბერში წლიურად 6,1%-ით შემცირდა და 809,2 ათასი ავტომობილი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებაში.
კლება ზედიზედ მეორე თვეა დაფიქსირდა.
გერმანიაში გაყიდვები 7%-ით შემცირდა, საფრანგეთში 11,1%-ით, იტალიაში 10,7%-ით. ამასობაში, ესპანეთში გაყიდული მანქანების რაოდენობა 6,3%-ით გაიზარდა.
მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) გასულ თვეში 4,2%-ით შემცირდა და 1,12 მილიონს შეადგენდა. მათ შორის ბრიტანეთში გაყიდვების 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა 9,8%-ით და 139,7 ათასი შეადგინა. ელექტრომობილების წილი მთლიან გაყიდვებში ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა 17,3%-მდე 14,8%-დან ერთი წლის განმავლობაში.