მოუწოდებს მოქალაქეებს, 23 ოქტომბერს არ იარონ მანქანით – „ოცნების“ ღონისძიების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ხვალინდელ, 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
უწყების ცნობით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.
-ში ამბობენ, რომ მოსალოდნელია გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა და მოუწოდებენ მოქალაქეებს, „თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან“.
„ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე.
მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს