ბექა კობახიძე: ვისი ყოფნა უნდოდათ კლიპში ქოცებს?

“რას ნიშნავს ოთხი ფეხბურთელი ქოცების კლიპში?
უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფეხბურთელები ციდან ჩამოსულები არ არიან, ისინიც ამ საზოგადოებიდან არიან გამოსულები.
ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ საზოგადოების 20% მაინც გულწრფელად უჭერს მხარს ქოცებს. 25 კაციანი გუნდიდან თუ 4 კაცი ქოცების მხარდამჭერად გამოჩნდება, ეს არანაირი პრობლემა არ არის. უფრო მეტიც, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია ქოცებისთვის, რომლებიც მთელ გუნდს სათითაოდ “ეჩალიჩებოდნენ” კლიპში ჩაწერაზე. ვისი ყოფნა უნდოდათ კლიპში ქოცებს? ცხადია, მთავარი ვარსკვლავების: ხვიჩა, მამარდა, ქოჩორა, ჟორჟი, ჩაკვე. არც ერთი კლიპში არ არის.
ყველაფერი ლოგიკურია და გასაღიზიანებელიც არაფერია. პირიქით, ხალხში მოსაწონ ხელისუფლებას, რომელმაც ფეხბურთელებს თითო მილიონი ჩაურიცხა, მთელი გუნდი გვერდში დაუდგებოდა. რომ არ დაუდგა და მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი შერჩათ, მანდ ჩანს ვინ არიან ქოცები,” – წერს სოციალურ ქსელში ასოცორებული პროფესორი, ბექა .

“პირველების” ინფორმაციით,  ვიდეორგოლში მონაწილეობაზე მოლაპარაკებებს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ყველა ფეხბურთელთან აწარმოებდა, თუმცა 23-დან მხოლოდ 4-ის დათანხმება შეძლეს.

წყარო “პირველებს” უყვება, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს “ოცნების” კლიპში მონაწილეოაბას ფედერაციის მაღალჩინოსნების სთხოვდნენ, თუმცა იმ სპორტსმენებისგანაც კი, ვისი მხარდაჭრის იმედიც “ოცნებას” ჰქონდა, პასუხად უარი მიიღეს. როცა ნაკრების ფეხბურთელებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მმართველი გუნდი ამბობდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, სწორედ ეს პასუხი მიიღეს ახლა ფეხბურთელებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა