18 წ. | ტიტულის დაცვას გერმანიით ვიწყებთ

ევროპის 5-გზის ჩემპიონი “უმცროსი ბორჯღალოსნები” ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს გერმანიასთან 1/4-ფინალური შეხვედრით იწყებენ.
2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთის დედაქალაქი უმასპინძლებს. 16 ნოემბერს 1/4-ფინალში ესპანეთი ბელგიას, ნიდერლანდები რუმინეთს, საქართველო გერმანიას და პორტუგალია ჩეხეთს ეთამაშება. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები პირველ თამაშს ჩვენი დროით 18 საათზე გამართავენ.
გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში “უმცროსი ბორჯღალოსნები” ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს შეხვდებიან, ფინალი კი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება. ჩვენი გუნდი ტურნირისთვის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადება.
Rugby.ge