ბადრი ჯაფარიძე – ჩვენთვის მთავარია, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, როცა ქვეყანას პროდასავლური კოალიცია ეყოლება.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი.
ჩვენ გვინდა, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს ამ რეკომენდაციის გაზიარება და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ, როდესაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული, პროდასავლური, პროქართული კოალიცია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა