იტალიის სერია A-ს კლუბი „ბოლონია“ გიორგი გულიაშვილის შეძენით დაინტერესდა

გიორგი გულიაშვილით იტალიის სერია A-ს კლუბი „ბოლონია“ ინტერესდება, – ინფორმაციას გამოცემა TuttoMercatoWeb-ი ავრცელებს.
„„სარაევოს“ ვარსკვლავს, გიორგი გულიაშვილს „ბოლონია“ აკვირდება. 2001 წელს დაბადებულმა გიორგი გულიაშვილმა დიდი ყურადღება დაიმსახურა.
ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. მან ბოსნიის ჩემპიონატის 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ერთი – ევროტურნირზე. იტალიაში კი მის ტრანსფერზე „ბოლონია“ ფიქრობს“, – ამტკიცებს TuttoMercatoWeb-ი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თავდამსხმელი ბოსნიის ყველაზე პოპულარულ კლუბ „სარაევოში“ 2023 წელს თბილისის „იბერიიდან“ გადავიდა. პირველივე სეზონში კლუბში ჩატარებულ 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა. შემდეგ მეტი სათამაშო დროის მისაღებად 2023-2024 სეზონი მოსტარის „ველეჟში“ გაატარა და 22 მატჩში 8 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა.
წლევანდელი სეზონი გიორგისთვის გამორჩეულია. მას ჩემპიონატში საუკეთესო რეიტინგი აქვს. Sofascore-ის ვერსიით, მისი საშუალო შეფასება 7.91 ქულაა.
1tv.ge