არგენტინამ საგადასახადო სამსახური გააუქმა

“ფისკალური სიხარბის” დასასრული – ასე უწოდებენ არგენტინაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საგადასახადო სამსახური გაუქმდა. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ სააგენტო “კარგ ადამიანებს” ხელს უშლიდა. გაუქმებული სამსახურის უფლებამოსილებები ახალ უწყებას გადაეცა. შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა მესამედით შემცირდა.