გახარია ივანიშვილზე: მოქალაქეები ხედავენ, რა დღეშია და ვის ხელშია ქვეყანა

პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს განცხადებას მისი და მისი თანაგუნდელების გასამართლებაზე, მუქარად აღიქვამს. გახარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ყოფილ თანაგუნდელს სასოწარკვეთილი და შეშინებული უწოდა.
„მე არც გავცემ პასუხს, ეს პირდაპირ აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, რა დღეშია და ვის ხელშია ქვეყანა… რატომ იყო ეს ღია თავდასხმა ჩვენზე?! ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც დაამარცხებს “ოცნებას” ისე, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ და არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში. შიში, სახეზე დააკვირდით…
ბიძინა ის ადამიანია, რომელიც თვლის, რომ ყველა ხმა და ადამიანი მას ეკუთვნის, როგორც კერძო საკუთრებას, ასე უყურებს. ბიძინა თვლის, რომ ყველა ფული მისი ფულია და ყველა ხმა მისია. და თუ მას ხმას არ აძლევ, ხალხის მოღალატე ხარ“, – თქვა გიორგი გახარიამ.
გუშინ, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა პარტიის, „საქართველოსთვის“, ლიდერს „გარეწარი“ უწოდა და თქვა, რომ მის გასასამართლებლად „სასამართლოს დონეზე აქვთ დოკუმენტები დალაგებული“.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. მისი პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში პირველად ტარდება , რომლითაც პარლამენტი სრულად პროპორციული წესით დაკომპლექტდება. არჩევნებში მონაწილეობს გიორგი გახარიას პარტიაც.
ფორუმი