კვლევა – თუ 2016-2017 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს სკოლებში, 2022-2033 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 10 934-ს შეადგენს

თუ 2016-2017 აკადემიურ წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, 2022-2033 აკადემიური წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 10 934-ს შეადგენს,- ამის შესახებ საქართველოს ღია საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.
კვლევის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2016 წლიდან დღემდე.
„თუ 2016-2017 აკადემიურ წელს 5044 მოსწავლე ირიცხებოდა ოფიციალურად საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში, 2022-2033 აკადემიური წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 10 934-ს შეადგენს.
უცხო ქვეყნის მოსწავლეთა არამხოლოდ რაოდენობა, არამედ ხვედრითი წილიც გაიზარდა მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში. 2016-2017 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეთა ხვედრითი წილი 0.9% იყო მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში და ეს მაჩვენებელი დღეს 1.7%-ს შეადგენს”,- აღნიშნულია კვლევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა