ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ოქროს ზოდების გაყიდვის პროექტმა შედეგებით მოლოდინს გადააჭარბა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ოქროს ზოდების გაყიდვის პროექტმა შედეგებით მოლოდინს გადააჭარბა.
თურნავა ინფორმაციით, უკვე ასამდე ოქროს ზოდია რეალიზებული.
„ორშაბათს ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელიც მცირე ზომის ოქროს ზოდების გაყიდვას ითვალისწინებს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ საქართველოში მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა დაზოგვისა და ინვესტირების ახალი შესაძლებლობა. ოქროს ზოდები დამზადებულია დიდი ბრიტანეთის ზარაფხანის მიერ – ეს არის 20 გრამიანი და გარკვეული რაოდენობით 1 კგ-იანი ოქროს ზოდი. ვაჭრობა მესამე დღეა მიმდინარეობს და შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. უკვე ასამდე ზოდია რეალიზებული როგორც ჩვენს საკასო ცენტრში, ასევე ონლაინ მაღაზიით. გარდა ამისა, შესაბამისი ოქროს ზოდების სერტიფიკატები რეალიზდება ბანკების მეშვეობით. ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა