არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში

არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში
გავრცელებული პრაქტიკაა, არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა ასეთ ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ, არავითარი ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანაში არის უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, როგორიც წინა წლების განმავლობაში არ ყოფილა.
„ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ეწოდება მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ან ISFED-ს და ა.შ. მათაც გამოხატული აქვთ საკუთარი საარჩევნო მიზანი. ეს საარჩევნო მიზანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შემთხვევაში მათ შორის დაადასტურა ანტიკორუფციულმა სამსახურმა და სასამართლომ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი ვერავითარი მიუკერძოებელი დამკვირვებლები ვერ იქნებიან, თუმცა ამ ყველაფერს არ შეუძლია რაიმე არსებითი გავლენის მოხდენა საარჩევნო პროცესებზე. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო. ასეთ მშვიდი გარემო ჩვენ არ გვქონია წინა წლების განმავლობაში. არის აბსოლუტურად სამართლიანი, კონკურენტული ეს . თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების დასახელების, რომლებზეც ხანდახან საუბრობს ოპოზიცია და ცალკეული NGO. შესაბამისად, ასეთ ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ, არავითარი ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია