ნათია თურნავა – პენსიონერებს და სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს ჭარბვალიანობისგან ვაზღვევთ – სესხის აღება შესაძლებელი იქნება სესხის ამღების თანხმობითა და ნებართვით

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს პენსიითა და სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას უკრძალავს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ინფორმაციით, შესაბამისი მითითება კომერციულმა ბანკებმა უკვე მიიღეს, რაც მისივე თქმით, ეთიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა.
თურნავას განცხადებით, აღნიშნული რეკლამის აკრძალვა პენსიონერი და შემწეობის მიმღები პირების გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბი ვალისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა.
„პენსიონერები, სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანები შედარებით მოწყვლადი კატეგორიაა. ძირითადად საჩივრები, რაც ჩვენთან და საბანკო სისტემაში შემოდის, ეხება იმას, რომ ბევრი მათგანი გადაწყვეტილებას ზოგჯერ გაუთვითცნობიერებლად იღებს – არ ხდება შესაბამისი ინფორმაციის ბოლომდე მიწოდება. ჩვენ პენსიონერებს და სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს ჭარბვალიანობისგან ვაზღვევთ. სესხის აღება შესაძლებელი იქნება სესხის ამღების თანხმობითა და ნებართვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა