ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ქვეყნის კანცლერს დაავალა, რომელიც სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტიის ლიდერია

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ქვეყნის კანცლერს დაავალა.
29 სექტემბერს გამართულ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვების მიუხედავად, ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა მთავრობის ფორმირება „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერს, ქვეყნის კანცლერს, კარლ ნეჰამერს დაავალა.
ვან დერ ბელენის განცხადებით, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ბოლო ათი დღის განმავლობაში კოალიციური პარტნიორი ვერ იპოვა, რათა ქვეყნის კანცლერი გამხდარიყო.
„აქედან გამომდინარე, მე კარლ ნეჰამერს, სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტიის ლიდერს, ვავალებ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. მას ამის შესახებ დღეს დილით ვაცნობე“, – აცხადებს ავსტრიის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ნეჰამერმა მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ უნდა დაიწყოს, რომელმაც არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!