Wildberries საქართველოშია: ახალი შესაძლებლობები და მრავალფეროვანი პროდუქტები მომხმარებლებისთვის

22 ოქტომბრიდან საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მულტიკატეგორიული პლატფორმა, Wildberries იწყებს ფუნქციონირებას. ეს ქართველი მომხმარებლებისთვის შოპინგის ახალ ჰორიზონტს ხსნის, ისინი მრავალფეროვანი პროდუქციის მიღებას საქართველოში, მათთვის მოსახერხებელ შეკვეთის პუნქტებში შეძლებენ.
შეკვეთის მიღების პირველი ადგილი თბილისში, ფალიაშვილის 54 ნომერში მდებარეობს. ნოემბერში დედაქალაქში კიდევ ერთ ლოკაციაზე გაიხსნება ფილიალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება კომპანიის ლოჯისტიკური ქსელის განვითარებისკენ.
გაყიდვებს Wildberries ოფოციალური პარტნიორი, ქართული ფრენჩაიზ კომპანია ახორციელებს. პირველ ეტაპზე, შეძენილი ნივთების მიწოდების დღე დაახლოებით 7 დღით განისაზღვრება, შესაძლებელი იქნება ასევე კურიერის მომსახურებით სარგებლობა. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის თითქმის 8 მილიონ პროდუქტს მოიცავს, ნამდვილად დააკმაყოფილებს ქართველი მომხმარებლების მრავალფეროვან ინტერესებს.
პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე www.wildberries.ge . გამონაკლისი იქნება ქვეყანაში იმპორტისთვის აკრძალული საქონელი, დიდი ზომის ნივთები (როგორიცაა ავეჯი, კარები და მაცივრები), ასევე მალფუჭებადი საკვები პროდუქტები.
Wildberries-ზე მომხმარებლებს შეეძლებათ მარტივად ნახონ და შეუკვეთონ სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის ტანსაცმელი, აქსესუარები, ელექტრონიკა, სათამაშოები, სახლისა და სილამაზის პროდუქტები, ასევე სპორტული და ავტო ნაწილები და შინაური ცხოველების საკვებიც კი. არსებული ფართო არჩევანი დააკმაყოფილებს ყველა მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, მიუხედავად მათი ინტერესებისა და პრეფერენციებისა.
Wildberries რეგიონში ქსელის გაფართოვებას გეგმავს, რათა დიდი ქალაქების მაცხოვრებლებმა რაც შეიძლება მალე მიიღონ შეკვეთები. უახლოეს მომავალში Wildberries ვებსაიტი და აპლიკაცია სრულად ქართულ ენაზე გაეშვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პლატფორმის ხელმისაწვდომობას ფართო აუდიტორიისთვის. ეს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და ნათლად აჩვენებს Wildberries-ის ერთგულებას მომხმარებლებზე ზრუნვისადმი.
გარდა ამისა, 2025 წელს Wildberries ქართველი მეწარმეებისთვის გაყიდვების ტრენინგ პროგრამის ჩატარებას გეგმავენ, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს ჩაერთონ Wildberries ქსელში, წარსდგნენ საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღონ წვდომა ბაზრის 60 მილიონზე მეტ მომხმარებელზე.
საქართველოში Wildberries-ზე ხელმისაწვდომობით, მყიდველები იღებენ უნიკალურ შესაძლებლობას მარტივად შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტი, ხოლო მეწარმეებს აქვთ შანსი გაზარდონ გაყიდვები და გააფართოვონ ბიზნესი. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის შესაძლებლობებს რეგიონში.
Wildberries აგრძელებს მუშაობას ლოჯისტიკური ქსელის გაფართოებისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ყოველი ახალი ნაბიჯით ადასტურებს თავის სტატუსს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მულტიკატეგორიული პლატფორმა მსოფლიოში.