ოპოზიცია ყველაფერს ქართულს ებრძვის – კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს ეხმიანება.
„ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“- წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ებრძვის ყველაფერ ქართულს, მათ შორის წარსულს, რწმენას, ტრადიციებსა და მშვიდობას.
დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მათი უცხოელი პატრონების მოსაზრებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ხმა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, რადიკალებისა და მათი უცხოელი პატრონების მიერ ქვეყნის დაზიანების მცდელობები უნდა დასრულდეს და 26 ოქტომბრის ამის კარგი შესაძლებლობაა.
„ოპოზიცია ყველაფერ ქართულს ებრძვის. ებრძვის წარსულს – გალანძღეს ერეკლე მეფე, ებრძვიან რწმენას – გალანძღეს პატრიარქი. ებრძვიან ტრადიციებს -„ქალს ქალი არ უნდა ერქვას და კაცს -კაციო“. ებრძვიან სტაბილურობას და ამჯობინებენ ცალ ფეხზე დგომას. ებრძვიან მშვიდობას და საკუთარი ხელით შლიან ბანერზე წარწერას -„არა ომს“. არ მოსწონთ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა და სანქციებს შევუერთდეთო. სპორტულმა წარმატებებმაც გააღიზიანა ისინი და გალანძღეს სპორტსმენები.
ვცდილობთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას და ოსები და აფხაზები მტრებად გამოაცხადეს. პრაქტიკულად ყველა ქართული სტრატეგიული ობიექტი, წარსულში, რუსებს გადააბარეს და „რუსეთუმეობას“ სხვას აბრალებენ. კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა.
ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. ეს უნდა დასრულდეს! 2024 წლის 26 ოქტომბრის ამის კარგი შესაძლებლობაა. „41“ ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოებას და განვითარებას. „საქართველო უპირველეს ყოვლისა„“- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები