ამერიკული Walt Disney Co.-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჯეიმს გორმანი დაინიშნა

ჯეიმს გორმანი ამერიკული Walt Disney Co.-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა – განაცხადა კომპანიამ. გორმანი თანამდებობას 2025 წლის დასაწყისში დაიკავებს და ამ პოსტზე მარკ პარკერს შეცვლის.
ჯეიმს გორმანი Morgan Stanley-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობს 2024 წლის ბოლომდე. ადრე მიმდინარე წელს ის შეუერთდა Disney–ს ხელმძღვანელობის შეცვლის დაგეგმვის კომიტეტს.
კომიტეტმა განაცხადა, რომ აპირებს ახალი გენერალური დირექტორის გამოცხადებას 2026 წლის დასაწყისში.
კომპანიას ახლა ბობ აიგერი ხელმძღვანელობს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2022 წლის ბოლოს დაბრუნდა – როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ორი წლით. თუმცა მას კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა.
კომიტეტი, რომელშიც ასევე შედიან General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა და კელვინ მაკდონალდი, Lululemon Athletica-ს ხელმძღვანელი, ეძებს აიგერის მემკვიდრეს როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარე კანდიდატებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ