თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დასრულებულია – რატი ბრეგაძემ ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი სისტემაში სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა.
სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს – ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს;
ამას გარდა, ექსპოზიცია ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი, რაც, აგრეთვე, სიახლეს წარმოადგენს.
მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები; ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში; უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყველაფერი ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.
მუზეუმი დამთვალიერებლებს მდიდარ და მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ ების ხელმძღვანელები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია