დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია “ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრის გამო.
“ნეტგაზეთს” მერიაში დაუდასტურეს, რომ მოედანი “ქართული ოცნების” ხვალინდელი, 23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო გადაიკეტა, რადგან სცენის აწყობა და ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს.
მერიის განცხადებით, ინფორმაცია გადაადგილების შეზღუდვაზე წინასწარ არ გაუვრცელებიათ, თუმცა მზადდება განცხადება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს გადაადგილების შესახებ ალტერნატიულ გზებს გაუზიარებენ.
“ქართული ოცნების” აქცია ხვალ, 23 ოქტომბერს იმართება.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის სხვადასხვა რეგიონებში მაცხოვრებლებს აქციაზე წასვლას ავალდებულებენ.