ანა წითლიძე – ზუგდიდში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა პირადობის მოწმობების მიტანას ავალდებულებდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობის მოწმობების მიტანას ავალდებულებდა.
როგორც წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ გაცემულ უკანონო დავალებებს მოქალაქეები არ ასრულებენ და მათი ყოველი ასეთი მცდელობა კრახით სრულდება.
„სულ რამდენიმე დღე დარჩა გამარჯვებამდე. „ქართული ოცნების“ უსუსური და უბადრუკი მცდელობა, რომ პირადობის მოწმობები ჩამოერთვას ზუგდიდელებს და ს დღეს სახლში დატოვოს, ყოველ დღე კრახით სრულდება. დღეს მინდა საზოგადოებას მივაწოდო კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება ზუგდიდში შსს-ის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს. ზუგდიდი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილება არის. ისინი სანქცირებული არიან “ხარებას“ ხელმძღვანელობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა, კერძოდ, მათი უფროსი, პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ოჯახის წევრების სიას, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ხმას არ აძლევდნენ“, – განაცხადა წითლიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პიროვნება მათი პირადობის მოწმობების მიტანას მოითხოვდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ თანამშრომლებს პირადად ესაუბრათ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან. ამ ადამიანებმა დაასახელეს სახელები, გვარები და უკანონო დავალების მიმცემი პირები“, – აღნიშნა წითლიძემ.
როგორც მან განმარტა, მათი რეაგირების შემდეგ, ადამიანებს პირადობის მიტანას აღარ მოსთხოვენ.
„ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკანონო დავალებებს აღარ ასრულებენ ამაყი საქართველოს მოქალაქეები და ზუგდიდელები. უკანონო ბრძანება პირადობის მოწმობების ჩამორთმევის თაობაზე კრახით სრულდება. მინდა მივმართო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და პოლკოვნიკ პოლიკარპე ჯღამაძეს, ხომ ნახეთ, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე თქვენი მცდელობა კრახით დასრულდა. ხომ ნახეთ, რომ თქვენი თანამშრომლები ამ დავალებებს არ ასრულებენ. იცით, რომ კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა მიმართ უკანონო დავალება გაქვთ მიცემული. მოგიწოდებთ, დღეს, დღის ბოლომდე, კეთილი ინებოთ და ეს ადამიანებიც ამ ვალდებულებისგან გაათავისუფლოთ“, -განაცხადა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში – ჩვენ მას ტექნიკურად გადავაყენებთ დაახლოებით, ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან

ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი არის იდეოლოგიური ხაზი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვისაა დამახასიათებელი – დაამტკიცეს, რომ მათთვის ფასეული არ არის არც სპორტი, არც სპორტსმენი და მათი გულშემატკივრობაც ყალბია

ირაკლი კობახიძე – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გზავნილი კონკრეტული ადამიანისგან, ამაზე მეტს ვერ გეტყვით – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისა და განადგურებისგან

პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა