“ბედნიერება” – მარიამ როინიშვილის რჩეული ახალ ფოტოებს აქვეყნებს – Marao
ვახო კანდელაკი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს გვიზიარებს.
მსახიობმა კადრები რჩეულთან, მარიამ როინიშვილთან ერთად გადაიღო.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი, ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
მარიამ როინიშვილის სიყვარული, ბრწყინვალე კარიერა და ცხოვრება
დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს – მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: “არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ”, – ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.