გაერთიანებული სამეფო უკრაინას საჭირო იარაღის შესაძენად 2,26 მილიარდს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სესხის სახით 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (2,94 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.
ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
მათი განმარტებით, ეს თანხა არის ბრიტანეთის წილი უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტიდან, რომელზედაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ. უკრაინას ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული 2,26 მილიარდი საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და სხვა იარაღის შესყიდვის დასაფინანსებლად გამოიყენოს.
„ამ სანქცირებული რუსული აქტივებიდან მიღებული ფულის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ პუტინის ომის მანქანის შებრუნებას. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, აჩქარებს სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობის მიწოდებას და აძლიერებს საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიას. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ