„ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს“ – ალეკო ელისაშვილი

„ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს,“ – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობას ეხმაურება.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ისინი საქართველოს ღალატის მონაწილეები არიან.
„მოიცა და აი მაგ ფეხბურთელებმა პოლიტიკა და სპორტი რატო არ გამიჯნეს? მაგათთვის შეიძლება და სხვებისთვის არა ხო? ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს. საქართველოს ღალატის მონაწილეები ხართ ტალახაძიან ლოჩოშვილიანად, ეგ არ დაგავიწყდეთ „ჯიგრებო“! მაგ ჭუჭყს ვერასოდეს ჩამოირეცხავთ“ – წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, კლიპში მონაწილეობენ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებიც – ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გზავნილი კონკრეტული ადამიანისგან, ამაზე მეტს ვერ გეტყვით – ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება მოგვიწია იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ომისა და განადგურებისგან

პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა

პრემიერი – ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში – ჩვენ მას ტექნიკურად გადავაყენებთ დაახლოებით, ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან

ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი არის იდეოლოგიური ხაზი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვისაა დამახასიათებელი – დაამტკიცეს, რომ მათთვის ფასეული არ არის არც სპორტი, არც სპორტსმენი და მათი გულშემატკივრობაც ყალბია