რუსეთში დრონით შეტევა იყო სპირტის კიდევ ერთ ქარხანაზე

გამთენიისას აფეთქება მოხდა ს ტამბოვის ოლქის ქალაქ რასკაზოვოში მდებარე საწარმო „ბიოხიმის“ ტერიტორიაზე.
ტამბოვის ოლქის გუბერნატორ მაქსიმ ეგოროვის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ ცნობაში აფეთქების მიზეზად დასახელებულია „სავარაუდოდ უპილოტოს მოფრენა“. ეგოროვის თანახმად, აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც დილის შვიდის ნახევრისთვის ჩააქრეს.
„ბიოხიმის“ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქარხანა ეთილის სპირტს აწარმოებს.
საწარმოზე დრონით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის შესახებ იუწყება რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც. მის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის არც კონკრეტული საწარმო და არც რაიონი, სადაც „საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა სამრეწველო საწარმოს საამქროს შენობას“.
გამთენიისას რუსეთის ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის გამო დაზიანებულია ქალაქ ეფრემოვის სპირტის ქარხნის და სუვოროვის რაიონის დაბა ლუჟკოვის სპირტის ქარხნის შენობები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 11 – ბრიანსკის ოლქში, 3 – ბელგოროდში, 2 – კურსკის ოლქში, 1 – ტულაში და 1 – ორიოლის ოლქში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს ტამბოვის და ვორონეჟის ოლქებზე.
ს რუსეთის რეგიონებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
უკრაინის წინააღმდეგ უპილოტო საფრენ აპარატებს ყოველდღე იყენებს რუსეთის არმიაც.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!