რუსეთის ორ ოლქზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

რუსეთის ტულასა და ბრიანსკის ოლქებში, დრონებით თავდასხმის გამო, აფეთქებები მოხდა, – ინფორმაციას რუსული მედია სოციალურ ქსელებში, ასევე ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევი ავრცელებს.
აფეთქებები მოხდა ს ტულას ოლქში, ეფრემოვში, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ თბოელექტროცენტრალის მიდამოში, ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა.
დრონით თავდასხმა ასევე დაფიქსირდა ბრიანსკის ოლქის სუზემსკის რაიონში მდებარე თბოელექტროცენტრალზე, რის შედეგადაც სპირტის ორი ქარხანა დაზიანდა.
„წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა დიმიტრი მილაევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!