რუსეთის ტულის ოლქიდან დრონებით შეტევის და სპირტის ქარხნების დაზიანების შესახებ იუწყებიან

22 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ს ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვში, სადაც განთავსებულია ქიმიური მრწეველობის ობიექტები, მათ შორის სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, ღამის ორი საათის შემდეგ ორი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა ეფრემოვის თბოელექტროსადგურის მახლობლად.
ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა აფეთქებები იმით ახსნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა „აღკვეთეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა“.
„აღკვეთის“ მიუხედავად, გუბერნატორის მიერ ტელეგრამ-არხით გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ეფრემოვის სპირტის ქარხნის და სუვოროვის რაიონის დაბა ლუჟკოვის სპირტის ქარხნის შენობები. მილიაევის წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა. გუბერნატორს თბოელექტროსადგური არ უხსენებია.
ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვიდან დაბა ლუჟკოვამდე მანძილი სულ მცირე 150 კილომეტრია.
ს რუსეთის ამ რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
უკრაინის წინააღმდეგ უპილოტო საფრენ აპარატებს ყოველდღე იყენებს რუსეთის არმიაც.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!