ალბანეთის ექსპრეზიდენტი კორუფციაშია ეჭვმიტანილი, იგი დააკავეს

ალბანეთის პოლიციამ 21 ოქტომბერს დააკავა ყოფილი პრეზიდენტი, ილირ მეტა, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ბრალდება გაცემულია კორუფციასთან მებრძოლი საგანგებო პროკურორის ოფისის (SPAK) მიერ.
მეტა პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 2017-დან 2022 წლამდე, იგი ტირანაში დააკავეს, კორუფციის, ფულის გათეთრების და ქონების დამალვის ეჭვის საფუძველზე.
იმავე დანაშაულებში ეჭვმიტანილია მეტას ყოფილი ცოლი, პარლამენტარი და უწინ პარტია “თავისუფლების” ლიდერი, მონიკა კრიმადი – რომელიც ასევე დაბარებულია პოლიციაში.
პროკურორებს ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ სისხლის სამართლის ოფიციალური ბრალდება მეტას, კრიმადისა და კიდევ ორი პირის წინააღმდეგ, რომლებსაც ასევე ადანაშაულებენ ფულის გათეთრებაში და კორუფციაში.
მეტას პრესმდივანმა, ტედი ბლუშიმ ექსპრეზიდენტის დაპატიმრებას პრესკონფერენციაზე უწოდა “უპასუხისმგებლო ნაბიჯი” და განაცხადა, რომ SPAK-ი თავისი ქმედებებით ცდილობს “ოპოზიციის განადგურებას”.
55 წლის მეტა ამჟამინდელ მთავრობას ბრალს სდებდა “კლეპტოკრატიული რეჟიმის” შექმნაში და საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ძალაუფლების კონცენტრირებაში პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ხელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის