ივანიშვილი: ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი, რომ მე მაქვს ეს კომპლექსი…

“ჩემი დამოკიდებულება ამ თანხისადმი იყო მარტივი – მე ამერიკის ელჩს, როცა შეხვედრებზე იყო საუბარი, კარგად განვუმარტე რამდენჯერმე.
მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ, ეს ელემენტარული უზრდელობაა.
მე განვუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნებოდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
რამეთუ, ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი.
ხელოვნური სანქციები რომ მომეხსნას, მე ეს კომპლექსი რეალურად გამაჩნია – ყველა წესიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს, რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან – მოდი, მოვილაპარაკოთ.
მე ეს კომპლექსი გამაჩნდა და გამაჩნია, მხოლოდ ამ მიზეზით და რამდენიმე განმარტებით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით.
მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, ამ ფულს სადაც გინდათ, იქით მივმართავ, მე ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს ეს, არსებობს დაბლოკილი არასწორად თანხები და მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ, რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთანაა კავშირში. მე ვერ ვიკადრებ იმას, რომ თუნდაც ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო, პოზიცია დავაფიქსირო – მოდი, აი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, ცუდი არ არის და ამ დროს, ვიცი, რომ მე იქ შეხვედრა მქონდა, რასაც არ დავმალავ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ.
ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განვუმარტავდი, რომ მე მაქვს ეს კომპლექსი…
მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები, იქნებ, როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს.
ეს იყო მიზეზი ამ ყველაფრის, რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადი ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და კარგად ვუმარტავდი, ბოდიშს ვუხდიდი – არ იფიქროთ, რომ თავხედი ვარ, რომ ამაყი ვარ, ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ ექნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად ნუ დავიღლებით, ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებზე.” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა,  იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის